თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდა. შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება.
შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დრომდე ყველა მეტროსადგური გაჩერებული, მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე კი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იყო.
თვალი გადავავლოთ, როგორი იყო თბილისი მეტროს გარეშე და გავეცნოთ ყველაზე სახალისო კომენტარებს, რომელიც მგზავრებით გადატვირთული ტრანსპორტის თემაზე, სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გააკეთეს.
ფოტოს ავტორი: Eka Karkarashvili
კომენტარი:
Dato Nanava: გუშინ ჩემდა საუბედუროდ ვიმგზავრე 150 ნომერი მარშუტკით ვარკეთილიდან ნაძალადევის მიმართულებით. მთელი ეს გზა ვცდილობდი გადავსულიყავი წინ, რომ მეტროსთან გამეჩერებინა. იქ ვიღაც ქალმა დამაბიჯა და დღესაც ცუდად მაქვს ფეხი, ვიღაცამ ამომკრა ყბაში, რავიცი. რა დაზიანება არ მივიღე და ბოლოს წარმოვსთქვი სიტყვა "გამიჩერეთ" და ვიხედები ირგვლივ და დიდუბეში ვარ.
ფოტოს ავტორი: Gio Julakidze
კომენტარი:
Giorgi Papava: მე ვიჯექი ავტობუსში მთელი გზა... ვიღაცის კეფაზე.. ხმა არ ამოუღია საწყალს ან არისმოდა.
ფოტოს ავტორი: Giorgi Chumburidze
კომენტარი:
ბექა წილოსანი: ღმერთმა გვამრავლოს! ამდენი თუვიყავით ქართველები არმეგონა!
ფოტოს ავტორი: Mariam Ghuchashvili
კომენტარები:
ვახტანგ დარსალია: ისეთი გასულია სავარაუდოდ სხეული მძღოლს მიანდო და სული ღმერთს.
Da Ta Vaxo Lekishvili: როდესაც ბანკეტისთვის მანქანა ვერ ,,გაჩითე" და 88 ნომრით მიდიხარ.
Lomtadze Sergi: ეგ ვიპ ადგილია, მძღოლზე უფრო კომფორტულად დგახარ, გუშინ იმდენი ხალხი იყო მარშუტში ვიღაც მგზავრი ურთავდა სიჩქარეებს მძღოლს.
Tornike Axalaia: ბოლოს მძღოლმა 40 თეთრი გადაახდევინა ნახევარი კაცი მგზავრობდი მარშუტკითო.
ფოტოს ავტორი: Ana tsuleiskiri
კომენტარი:
Emill Orchalievi: მძღოლი ტაქსით მოდის ?
ფოტოს ავტორი: Guram Chichilidze
კომენტარი:
Gio Aptsiauri: 31 ნომერ მარშუტკაში დღეს იმდენი ხალხი იყო მძღოლი 192 ნომერ მარშუტკას მოყვებოდა...
ფოტოს ავტორი: Jana Tvalabeishvili
კომენტარი:
ვახტანგ დარსალია: 23-ში, გაჩერებაზე ერთი მგზავრი მეორეს არ ატარებდა, რომ ჩავიდე მერე ვეღარ ამოვალო.
ფოტოს ავტორი: Natia Ghvamberidze
კომენტარები:
შორენა ჟორჟოლიანი: გადაიწიეთ არის კაცო ადგილები !
Soso Jugheli: ამას გაჩერება რომ უნდოდა მძღოლს ტელეფონზე დაურეკა.
ფოტოს ავტორი:Nino Rostiashvili
კომენტარი:
ტარიელ ნაგელიშვილი: დღეს ავტობუსში იმდენი ხალხი იყო ლუქიდან ჩავედი.
ფოტოს ავტორი: Salome Yalionashvili
კომენტარი:
Temo Teimuraz Buchukuri: დღეს ავტობუსში იმდენი ხალხი იყო, რომ ვიდექი ფეხები რომ ამეწია ჰაერში გავჩერდებოდი.
ფოტოკოლაჟი გურამ შეროზიას ბლოგიდან
ფოტოს ავტორი: Tornike Kvelashvili
კომენტარები:
Ia Obgaidze: დაცულია ხალხი ორი მძღოლის ხელში...
Ramini Tabatazde: მძღოლი მეორე მარშუტკაში გადავიდა ეს მგზავრებია.
Vini Vici Vidi: კიდეა ერთი პედლებთან, აქ არ ჩანს.