ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი იმ ცნობილ ადამიანთა რიცხვს არ განეკუთვნებიან, რომლებიც კარიერას ოჯახს მსხერპლად წირავენ. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მსახიობი და სუპერმოდელი ყოველთის პოულობენ დროს, რომ მათ ოჯახში გაატარონ.
გუშინ, ფოტორეპორტიორებმა წყვილი ქალიშვილთან ერთად, მორიგი გასეირნებისას დააფიქსირეს. ოჯახი ავსტრალიელ მსახიობს, დებორა-ლი ფერნესსა და მის ქალიშვილს შეხვდა.
არაფორმალური გამოჩენისთვის ირინა შეიკმა ყვავილებიანი კაბა შეარჩია და არც მზის სათვალე დავიწყებია. 32 წლის მოდელი ასეთ სადა და უბრალო სამოსშიც კი ეფექტურად გამოიყურებოდა, ამიტომაც პაპარაცებმა ის მალევე შეამჩნიეს.