მეგაშოუში ,,X ფაქტორი" კულმინაციის დასაწყისია - ლაივ შოუები გახსნილად დღეს, ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში 22:00 საათზე გამოცხადდება.
უამრავი ნიჭიერი მონაწილიდან შერჩეული ათეული დღეს მაყურებლის წინაშე საკონკურსო რეჟიმში წარსდგება და ბრძოლაში ჩართვა იწყება!
გასული კვირა ,,X ფაქტორისთვის" კვლავაც სამახსოვრო იყო, რადგან ჟიურის 4 წევრს, კიდევ 1 - ანრი ჯოხაძე შეემატა, რომელმაც პროექტში 2 მონაწილე ანრი ბუჩმანიძე და თამუნა გიორგაძე დააბრუნა.
ზაფხულის პირველი შოუ კი გამორჩეული იქნება იმით, რომ მასში კიდევ არის მატება. ახალი წამყვანების სია ასე გამოიყურება: ვახო, გია ჯაჯანიძე, ლიკა ქორქია, დუტა და გიგო.
ისინი უცვლელ დუეტთან - რუსკასთან და ვანიკოსთან ერთად გაახალისებენ პროექტს.
ვახო: ,,იქს ფაქტორში ძალიან დიდ თამასაა, როგორც სტეფანე და ნანიკო იტყოდნენ, რომელსაც დაემატება დიდი მასა (ჩემი სახით), გულშემატკივრების ოთახში ლიკა ქორქიასთან ერთად ვიქნები. ძალიან მაგარი შოუ გველოდება!“
რუსკა: ,,წელს როგორი იქს ფაქტორიც არის, ასეთი ჯერ არასდროს ყოფილა!“
გია ჯაჯანიძე: ,,მეგაშოუ ორშაბათს იწყება, ბედნიერების შოუ. აუცილებლად უყურეთ საღამოს 10 საათზე და თქვენ ძალიან კმაყოფილები იქნებით“.