როცა საქმე მის ცხოვრებას, მის არჩევანს შეეხება, ფაქტია, რომ ქლოი მისთვის უინტერესო რჩევების მოსასმენად მზად არ არის. მან სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეხმაურება მათ, ვინც მის ურთიერთობებს განიხილავს.
ინსტაგრამის სთორიში ვარსკვლავი წერს: ,,ყოველთვის ის სულელი და უსაგნო ხალხია, ვინც გეუბნება რა უნდა გააკეთო“.
როგორც ჩანს ქლოი საკმაოდ გაღიზიანებულია თემით, რომ მისი და ტრისტან ტომპსონის ურთიერთობას საჯაროდ განიხილავენ.