ჰოლივუდის ყველაზე განხილვადი წყვილი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 1 წლის ქალიშვილ ლეასთან ერთად კამერების წინ, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდებიან. ისინი გუშინ ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს. ოჯახი ადგილობრივ სუპერმარკეტში სავაჭროდ მიდიოდა, შემდეგ კი სათამაშო მოედანზე.
მოდელმა არჩევანი ყოველდღიურ სამოსზე შეაჩერა და სპორტულ წითელ შარვალს, მიკი მაუსის პრინტიანი მაისური შეუხამა. მას არც ფავორიტი სათვალე დავიწყებია და თან ვარდისფერი ჩანთაც ჰქონდა. ბრედლის მუქი ფერის ჯინსი, ლურჯი მაისური და მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. პატარა ლეა კი ვარდისფერ ჟაკეტსა და ბოდეში გამოაწყვეს.